უფლებადამცველები თეა წულუკიანს უკანონოდ გასამართლებულებთან მიმართებაში ჯარიმებთან დაკავშირებული აღსრულების შეჩერებას სთხოვს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 13:04

"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ თეა წულუკიანს უკანონოდ გასამართლებულ პირებთან მიმართებაში ჯარიმებთან დაკავშირებული აღსრულების პროცესის შეჩერებას სთხოვს, - ამის შესახებ "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის’’ თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც უფლებადამცველები აცხადებენ, ვინაიდან დღეისათვის პარლამენტს არ მიუღია  "მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე" კანონი, ამის გამო ვერ ხერხდება იმ საქმეების გადახედვა, რომლებზეც პირებს უკანონო მსჯავრთან ერთად, დამატებით სასჯელად უკანონო ჯარიმებიც დააკისრეს.

"კანონის მიუღებლობის გამო სააღსრულებო პროცესის შეჩერება მოვალეების წინააღმდეგ ვერ ხერხდება. პირებს რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმმა თავისუფლება აღუკვეთა და უკანონოდ გაასამართლა, დღეისათვის ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების პერიოდში უძრავ და მოძრავ ქონებას იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიურო ართმევს", - აცხადებენ უფლებადამცველები.

"უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე მიმართავს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის’’ 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად აღსრულების პროცესები შეაჩეროს იმ მოვალეებთან მიმართებში, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის დროს უკანონოდ გასამართლებასთან ერთად უკანონოდ დაეკისრათ ჯარიმები.

"უფლებადამცველთა გაერთიანება’’ გამოდის ინიციატივით, გამოყენებულ იქნას "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის’’ 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი, სადაც აღსრულების შეჩერება შეიძლება,  "განსაკუთრებულ შემთხვევაში − აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადით .’’

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59