ცხრა ავტომანქანის გაქურდვისთვის და დაზიანებისთვის ორი პირი დააკავეს

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 12:52

შსს-ს  თბილისის  მთავარი  სამმართველოს  ძველი თბილისის სამმართველოს 1-ლი განყოფილების თანამშრომლებმა 1997 წელს დაბადებული გიორგი ს. და 1993 წელს დაბადებული ლაშა დ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

 

დაკავებულებმა 4 აპრილს, თბილისში, დედოფლისწყაროს, წურწუმიას და ქურხულის ქუჩებზე, ღამის საათებში, ცხრა სხვადასხვა მარკის ავტომანქანის მინა დააზიანეს და მაგნიტოფონები, პანელები და პულტები მოიპარეს, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული, ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მეტრო-სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის (ქურდობა) მე–3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4–დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს–ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს 1–ლი განყოფილება აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51