საქართველოში სამუშაო ვიზიტით კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 12:41

დღეს თბილისში ვიზიტით კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. დელეგაციას ხელმძღვანელობს კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი რეჟინაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში პირველი სამუშაო შეხვედრა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, კახა კალაძესთან იმართება. დელეგაციის წევრები ასევე შეხვდებიან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადილესა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს.

ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი უწევენ.

რუსული კომპანია RusHydro მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი სიდიდით მეორე კომპანიაა და მისი 60-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს უტოლდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58