მიხეილ გორბაჩოვი მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვას ავადმყოფობის გამო ვერ დაესწრება

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 23:52

საბჭოთა კავშირის პირველი და ბოლო პრეზიდენტი  მიხეილ გორბაჩოვი ლონდონში მარგარეტ ტეტჩერის დაკრძალვაზე ჩასვლას  ვერ შეძლებს. როგორც მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, ლონდონში ჩაუსვლელობის მიზეზი მისი  ჯანმრთელობის გაუარესებაა. 

 82 წლის რუსი  პოლიტიკოსი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდა  ტეტჩერთან ცივი ომის პერიოდში, მსოფლიოს გავლენიან პიროვნებათა შორის მიწვეულთა სიაშია.

გორბაჩოვის სახელი ისტორიაში ცივი ომის დასრულებას უკავშირდება, ასევე, მის დიდ პოლიტიკაში მოსვლას ტეტჩერისა და  გორბაჩოვის  ლონდონში 1984 წლის დეკემბრის შეხვედრას უკავშირებენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51