ირაკლი ღარიბაშვილი დეიმონ ვილსონს შეხვდა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 23:39

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ - დეიმონ ვილსონს შეხვდა.  შეხვედრაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორცილებული სტრუქტურული ცვლილებები განიხილეს. მინისტრმა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს სამინისტროს განვითარების 2013 წლის სტრატეგია და უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. ამასთანავე, ისაუბრეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

ატლანტიკური საბჭო ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ თანამშრომლობას და საერთაშორისო უსაფრთხოებას, იკვლევს ტრანსატლანტიკური და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს, ნატოს ტრანსფორმაციასა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59