"ექსპო ჯორჯიაში" რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხსნება

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 23:26

გამოფენების ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" ტერიტორიაზე, მე-11 პავილიონში, ხვალ, 11:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი რიგით მე-15 საერთაშორისო ტურისტული გამოფენასა და საქმიანი ტურიზმის, შეხვედრებისა და კონფერენციების მე-2 საერთაშორისო გამოფენას გახსნის.

გამოფენის ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი `ექსპო ჯორჯია”. გამოფენა ტარდება საქართველოს ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსa da USAID– ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით.

გამოფენა 12-14 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ვიზიტორებს მისი დათვალიერება 11:00-18:00 საათამდე შეეძლებათ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59