სამი თაობის პოეტები გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად ღონისძიებას გამართავენ

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 19:53

საერთაშორისო ორგანიზაცია „ქართველ სტუდენტთა მსოფლიო გაერთიანება“ მსახიობ გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად სამეფო უბნის თეატრში პოეზიის საღამოს გამართავს. სამი თაობის ქართველი პოეტები: ჯანსუღ ჩარკვიანი, ვახტანგ ჯავახაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ეთერ თათარაიძე, დავით ევგენიძე, ბიჭი ივანიშვილი, გიორგი არაბული, სანდრო ლორთქიფანიძე, ბაქი ლორთქიფანიძე, ოთო გურგენიშვილი, ზაზა ნოზაძე გიორგი ყორღანაშვილის დასახმარებლად ერთიანდებიან.

საღამოს მუსიკალურად დავით ევგენიძე და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტები გააფორმებენ.

ბილეთები, რომელთა ფასიც 5 ლარს შეადგენს, სამეფო უბნის თეატრის სალაროებში გაიყიდება.

შემოსული თანხა გიორგი ყორღანაშვილის ანგარიშზე გადაირიცხება.

პროექტის მხარდამჭერები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და სამეფო უბნის თეატრი არიან.

 ღონისძიება 12 აპრილს, 19:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59