პროკურატურამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები არაადამიანური მოპყრობისა და წამების ბრალდებით დააკავა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 19:37

საქართველოს მთავარი პროკურატურა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დაკავებულებს ბრალად ედებათ მსჯავრდებულისთვის არაადამიანური მოპყრობა და წამება.

"ჯეონიუსი" გთავაზობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"პატიმრის წამების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში აღიძრა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსმა ლევან ლეჟავამ, ამავე დაწესებულების დირექტორმა შოთა თოლორდავამ, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა გიორგი ფარჯანაძემ და პატიმრობის განყოფილების უფროსმა დიმიტრი ჩხეიძემ 2012 წლის 24 თებერვალს, დაახლოებით 22.00 საათზე მსჯავრდებულ პ.ო-ს ამავე დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის სავარჯიშოდ განკუთვნილ ოთახში შეუკრეს ხელ-ფეხი და სასტიკად სცემეს, მათ შორის რეზინის ხელკეტით. პატიმრის მიმართ არაერთხელ გამოიყენეს ელექტროშოკი, რის შემდეგაც წყლით სავსე ჭურჭელში რამდნეჯერმე ჩააყოფინეს თავი და რეზინის ხელჯოხით გააუპატიურეს.

 სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია ლევან ლეჟავა და გიორგი ფარჯანაძე. რაც შეეხება დიმიტრი ჩხეიძეს და შოთა თოლორდავას, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები მათი ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43