საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სლოვაკ ინვესტორებს შეხვდა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 18:53

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სლოვაკური კომპანია „ტატრავაგონკა“-ს პრეზიდენტთან და კომპანიის წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.

ნოდარ ხადურმა სტუმრებს საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ, საგადასახადო გარემოსა და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ახალი ხელისუფლების პირობებში ეძლევათ ინვესტორებს.

"მნიშვნელოვანია, რომ სლოვაკურ კომპანიას უკვე აქვს კონკრეტული პროექტები და იმედი აქვს, რომ საქართველოში წარმოების გაფართოებით ისინი შეძლებენ როგორც ცენტრალური აზიის, ისე რუსეთის, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მოცვას. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში, ევროპელი ინვესტორები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ,“ - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

„ტატრავაგონკა“ სარკინიგზო სატვირთო ვაგონების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა ევროპულ ბაზარზე. კომპანიის მიზანია, ინვესტიციების განხორციელება და პარტნიორების მოძიება საქართველოში. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში კომპანია „ტატრავაგონკა“-ს წარმომადგენლები გეგმავენ სხვა შეხვედრებს როგორც მთავრობის წევრებთან, ისე პოტენციურ ბიზნესპარტნიორებთან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6