აგვისტოს ომის სამართლებრივ საკითხებს პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 19:06

საქართველოს მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს პროკურატურის მიერ შექმნილი სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი შეისწავლის.

„ჩვენი ამოცანაა სამართლებრივ ასპექტში შევისწავლოთ, ჰქონდა თუ არა ადგილი ომის დანაშაულებს. სხვა ტიპის შესწავლა, რასაც პარლამენტი აკეთებს, პოლიტიკოსთა მსჯელობის საგანია და ამას არ შევეხებით. ვის მიმართ ჩატარდება საგამოძიებო მოქმედება და ვინ დაიკითხება, ამას ჯგუფის შექმნის შემდგომ დავგეგმავთ, დაიკითხება საქმესთან შემხებლობის მქონე ყველა პირი“, - განაცხადა კბილაშვილმა.

ამასთან, მთავარმა პროკურორი, აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაც არ გამორიცხავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6