აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება პრეზიდენტის განცხადებებმა განაპირობა - სერგეი ლავროვი

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 14:02

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის განცხადებით, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის 2008 წლის კონფლიქტის დროს ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებმა განაპირობა.

“ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ არ გვქონდა სხვა გზა, გარდა დამოუკიდებლობის აღიარებისა. ეს იყო ერთადერთი გამოსავალი ხალხის უსაფრთხოებისა და გადარჩენისთვის“ - თქვა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, რუსეთი ინარჩუნებს საქართველოსთან პოზიტიურ დამოკიდებულებას და „პრაგმატულ მიდგომას“ ახალ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს. თუმცა, მისივე თქმით,  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხები არ განიხილება რუსეთის მთავრობაში.

"მე ვერ ვხედავ ქართველ პოლიტიკოსს, რომელიც უახლოესს მომავალში იტყვის, რომ  „კარგი, ჩვენ დავივიწყებთ ამას, ეს არასწორი იყო“. ზუსტად ასევე არ მოხდება რუსულ პოლიტიკაში, რომ თქვან: „მოდით დავაბრუნოთ ყველაფერი თავის ჩარჩოებში“. ეს შეუძლებელია. როდესაც ამერიკელები გვთავაზობენ შეზღუდვას და კონტროლს ევროპაში ჩვეულებრივ სამხედრო შეიარაღებაზე, რომ საჭიროა პატივი ვცეთ საზღვრებს, რომელიც არსებობდა 2008 წლის აგვისტომდე. ჩვენ ვპასუხობთ, რომ არ ვეთანხმებით, თუმცა ყველაფერი საბოლოო ჯამში რუსეთის პრეზიდენტის და ხელისუფლების გადასაწყვეტია“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განცხადება საქართველოს შესახებ სააგენტო „ინტერფაქსსთან“ გააკეთა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.44
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46