"ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები ცხრა პირს აღუდგა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 18:04

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და ნასამართლეობის მოხსნის საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა, რომელმაც პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე ცხრა პირს, "ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ჩამორთმეული უფლებები აღუდგინა, დღეს გაიმართა.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები, თუმცა აღნიშნულ სამართლებრივ აქტს „ნარკოტიკული დანაშაულის შესახებ“ კანონის საფუძველზე მათთვის ჩამორთმეული უფლებები არ აღუდგენია. ამიტომ, პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მქონე ცხრა პირმა, ამ უფლებების აღსადგენად, პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველ მუდმივმოქმედ კომისიას მიმართა, რომელმაც მათი განცხადებები დააკმაყოფილა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობაში შედიან: სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58