პრობაციონერებმა გორში სემინარ-დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 18:01

შიდა  ქართლის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფი არასრულწლოვანი პირობით მსჯავრდებულები და განრიდებულები, სხვა თანატოლებთან ერთად, დაესწრნენ სემინარ-დისკუსიას, რომელიც ნარკომანიასთან, ტუბერკულოზთან და შიდსთან ბრძოლის საკითხებს მიეძღვნა.

 აღნიშნულ თემებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი მომავლისკენ“-ის წარმომადგენლებმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოზარდებმა გორის ქუჩებში მოსახლეობას შესაბამისი შინაარსის საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით სისტემატურად ეწყობა ნარკომანიისა და გადამდები დაავადებების პრევენციისკენ, აგრეთვე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისკენ მიმართული ღონისძიებები, რაც პრობაციონერებს რესოციალიზაციაში ეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6