სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:55

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავა. როგორც უწყებაში განმარტავენ,  შსს სასაზღვრო პოლიციის N1 სამმართველოს (ბათუმი) ტერიტორიაზე, N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო განწესმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავა საქართველოს მოქალაქე ალეკო ლ. რომელიც 2013 წლის 10 აპრილს, სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით ცდილობდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას.

აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19,344–ე მუხლით. გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46