თბილისს სამუშაო ვიზიტით კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლები ეწვევიან

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:41

თბილისში სამუშაო ვიზიტით კომპანია RusHydro-ს წარმომადგენლები ჩამოვლენ. კომპანიის თბილისში ჩამოსვლა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეხვედრის შემდეგ გადაწყდა.

კომპანიის წარმომადგენლების ჩამოსვლა 12 აპრილს იგეგმება.  დელეგაციის ხელმძღვანელია RusHydro-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი რეჟინაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება სამუშაო შეხვედრები საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან, კახა კალაძესთან, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადილესა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარესთან.

დელეგაციის ვიზიტს ორგანიზებას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საპარტნიორო ფონდი გაუწევენ.

რუსული კომპანია RusHydro მსოფლიოში ჰიდროელექტროსადგურების მფლობელი სიდიდით მეორე კომპანიაა და მისი 60-ზე მეტი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს უტოლდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45