ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდება

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:32

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა რომ კანონი რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს კანონით დადგენილი წესის დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოსვლის გამო პასუხისმგებლობა აკისრებს, არ უქმდება.

"ხშირად ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და მითების შექმნას. კერძოდ, კეთდება განცხადებები, რომ თითქოს, კანონი უქმდება ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეხსნება პასუხისმგებლობა კანონით დადგენილი წესის დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შემოსვლის გამო. მკაფიოდ ვაცხადებ, რომ კანონი არ უქმდება, ასევე უცვლელი რჩება დადგენილი წესები, კანონის პრინციპი და ვერც შეიცვლება, ვიდრე საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. იცვლება მხოლოდ დარღვევის პირველი შემთხვევისას პასუხისმგებლობის სახე - უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც არღვევს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით დადგენილ წესს, დაჯარიმდება ადმინისტრაციული წესით და მიეცემა გაფრთხილება აკრძალვის შესახებ. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მას სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ეს არ არის კანონში პირველი ცვლილება და 2010 და 2011 წლებში კანონში უკვე ხუთჯერ შევიდა ცვლილება. ქეთევან ციხელშვილის განმარტებით, დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს დასავლელი პარტნიორები და საერთაშორისო ორგანიზაციები ცალსახად დადებითად აფასებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.1
  • 3.49
  • 0.05
  • 0.68
  • 1.51