შესაძლოა, პრეზიდენტმა "საერთო სასამართლოებზე" კანონს ვეტო დაადოს

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:41

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტი "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე ვეტოს დადებას აპირებს.

ამის შესახემ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალიტებს, ბორის სილევიჩთან და მაიკლ იესენთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

უსუფაშვილის თქმით, მათ შეხვედრაზე დასვეს კითხვა, გაითავალისწინებს თუ არა მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს.

"ამაზე ჩემი პასუხი იყო, რომ არ ვიცი, რას შემოგვთავაზებს პრეზიდენტი. თუკი რაიმე ჭკვიანურს შემოგვთავაზებს, იმის გამო, რომ ეს პრეზიდენტის შეთავაზებაა, უარს არ ვიტყვით. ვეჭვობ, რომ რაიმე ასეთი შეთავაზება იყოს", - განაცხადა უსუფაშვილმა.

ასვე უსუფაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს წარმომადგენლებს არა აქვთ განცდა, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი თავისი შინაარსით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს არ შეესაბამება.

“როცა მეორე მხარეს არც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების და არც საღი აზრის გათვალისწინება არ უნდა, ცხადია, ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმეს ტყვეობაში. მით უფრო, რომ ამ საკითხზე ბოლო 4-5 თვეა აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს,” - აღნიშნა უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6