მეჭეჭების მოშორება სახლის პირობებშიც შესაძლებელია

პარასკევი, 12 აპრილი, 2013 - 16:35

მეჭეჭი ორგანიზმში ინფექციის შეჭრის გამო ჩნდება. მისი გაქრობა შეგიძლიათ ექიმების დახმარებით, მოწვის მეთოდით. სახლის პირობებში მისი გაქრობა კი ეცადეთ შემდეგი რჩევებით.

1) ქრისტესისხლას ღეროს წითელი წვენის წასმა მეჭეჭებზე დღეში რამდენჯერმე აქრობს მას. ეს საშუალება არ იწვევს კანის დაზიანებას და ძლიერ ეფექტურია.

2) ლეღვის ნაყოფის რძე-წვენს ისვამენ მეჭეჭზე და ასე აქრობენ მას.

3) ხახვის თავს დებენ ძმრის ესენციაში ან ძმარში 2 საათით და მის ფოთოლს იდებენ მხოლოდ მეჭეჭზე. პროცედურას რამდენჯერმე იმეორებენ, სანამ მეჭეჭი ფესვიანად არ ამოვარდება.

4) კალანხოე, რომელიც  ოთახის მცენარეა. მის სქელ ფოთოლს ჭრიან სიბრტყეზე და იდებენ მეჭეჭზე. ზოგჯერ მხოლოდ 3-4 პროცედურაა საჭირო მეჭეჭების მოსაცილებლად.

5) სველ მეჭეჭებზე ისვამენ ნიშადურის სპირტს, რომელიც სწრაფად აქრობს მეჭეჭებს.

6) ნაცარს ასხამენ წყალს არაჟნის კონსისტენციამდე და ისვამენ მეჭეჭზე. ეს საშუალება უხდება ბრტყელი ტიპის მეჭეჭს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46