თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სპეციალური სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 16:33

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალური სერთიფიკატები გადასცა.

ოცდაერთმა სტუდენტმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და აშშ თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივი სწავლებაში „Agile spirit 2013“ მიიღო მონაწილეობა.

ქართულ-ამერიკული სწავლებაში სტუდენტებმა ავღანელი მოსახლეობის როლი შეასრულეს, რამაც სამხედრო წვრთნა რეალობასთან მაქსიმალურად მიაახლოვა.

გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ და გაერთიანებული შტაბის, J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ხელმძღვანელობას აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45