ინვალიდთა ასოციაციას ოფისს უნგრევენ

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 15:29

რაღაც ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ ღვთისშვილთა კავშირის (ინვალიდთა ასოციაციის) განადგურებას და კონფრონტაციის გამოწვევას ახალ, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებასთან - ამის შესახებ ინვალიდთა ასოციაციის პრეზიდენტმა  ზაზა სიხარულიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"შენობა, რომელშიც განთავსებულია ამ ასოციაციის ოფისი, გაყიდულა და ინკოგნიტო მფლობელის ემისრები აპირებენ შენობის დანგრევას" - აცხადებს სიხარულიძე. "ინვალიდთა ასოციაცია" ხელისუფლებისა და ახალი მფლობელებისაგან მოითხოვს აღნიშნული შენობის ნგრევის გადადებას მანამდე, ვიდრე მოიძებნება ალტერნეტიული ფართი ან რაიმე სახის სხვა კომპენსაცია.

წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ასოციაციის ლიდერი აცხადებს, სიცოცხლის ფასადაც არ დათმობს ამჟამად კუთვნილ ფართს და ასოციაციის წევრები მიმართავენ მშვიდობიანი პროტესტის სხვადასხვა, მათ შორის, ფართომაშტაბიან ფორმებს.

"ინვალიდთა ასოციაცია" სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ბავშვობიდან პირველი ჯგუფის ინვალიდის, ზაზა სიხარულიძის ინიციატივით 1989 წელს დაარსდა. ასოციაცია მიზნად ისახავდა ეკლესიის მოღვაწეობის ხელშეწყობას, მონაწილეობდა სამების საკათედრო ტაძრისა თუ სხვა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა და რესტავრაციაში, შესაწირავების გაღებისა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის საქმეში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45