"ბორჯომი" რუსულ ბაზარზე დაბრუნდება

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 14:50

ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი“ რუსულ ბაზარზე დაბრუნდება. ამის შესახებ "რასპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განაცხადა. ონიშენკოს თქმით, "ბორჯომმა" რუსულ რეესტრში რეგისტრაცია გაიარა და ახლა უკვე ოფიციალურიდ აქვს პროდუქციის გაყიდვის უფლება.

როგორც რუსი სანიტარი აცხადებს, მინერალური წყლის რუსულ ბაზარზე დაბრუნება დაგეგმილზე ცოტა მოგვიანებით მოხდა, რადგან შემოწმების პირველ ეტაპზე ქართველი მწარმოებლების მიერ წარდგენილი პარტია რუსმა ექსპერტებმა დაიწუნეს. მისივე განცხადებით, პარტიის განმეორებითი შემოწმების შედეგები დადგენილ მოთხოვნებს შეესაბამება.

"ბორჯომი“ მესამე ქართული კომპანიაა, რომელიც წელს რუსეთის ბაზარზე დაბრუნდება. მანამდე კი ორ კომპანიას - "ქინძმარაულის მარანს“ და "დუგლაძის ღვინის სახლს“ მიენიჭათ მეზობელ ბაზარზე დაბრუნების უფლება.

 მინერალური წყლის "ბორჯომის’’ რუსულ ბაზარზე შეტანა 2006 წელს სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ნორმების გამო აიკრძალა.

ქართული ღვინისა და მინერალური წყლების რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებები საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.27
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45