სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორებს ღირსეული ანაზღაურება ექნებათ - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 14:25

გუშინ შევხვდი ავტორებს და შოკირებული ვარ იმ გროშებით, რასაც თურმე ავტორები ხშირ შემთხვევაში იღებენ გამომცემლებისგან, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მინისტრის თქმით, განათლების სამინისტროს პოლიტიკა შეიცვლება და ავტორებს, რომლებსაც სამინისტრო სასკოლო სახელმძღვანელოებს შეუკვეთავს,  უფრო ღირსეული ანაზღაურება ექნებათ.

მარგველაშვილმა განათლების სამინისტროს ახალი პოლიტიკის სამართლებრივ მხარეზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლების სამინისტრო მთლიანად იმ კონტრაქტის ფარგლებში მოქმედებს, რომლიც წინა მთავრობის მიერ გადაეცა.

მინისტრმა გამომცემლებს სასკოლო სახელმძღვანელოების ავტორების წინაშე აღებული ვალდებულების პირნათლად შესრულებისკენ მოუწოდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59