საქართველოსა და პოლონეთის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობა გაღრმავდება - დავით უსუფაშვილი

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 13:53

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის შესახებ კომენტარი გააკეთა. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები ევროპასთან ურთიერთობისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებთან და პარლამენტის აპარატის სხვა წარმომადგენლებთან გაიმართა.

მისივე თქმით, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობა გაღრმავდება. პარლამენტის სენატის და სეიმის სპიკერებთნ ერთად, ქართულმა დელეგაციამ სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმა, რომლის ფარგლებშიც უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტის წევრები გაცვლითი პროგრამით პოლონეთს ეწვევიან.

"საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტს შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე ადის. ჩვენ შევთნხმდით თემატიკაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის დამკვიდრების საკითხში პოლონური გამოცდილების გაზიარება. ჩვენი კოლეგები მიესალმებიან იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში შეიქმნა ევროპული სტანდარტების თვითმმართველობის კონცეფცია. თვითმმართველობის ახალი სტანდარტის პროექტის განხორციელებაში, რომელიც იმფრასტრუქტურის სამინისტროში შემუშავდა და პარლამენტში ერთ თვეში შემოვა პოლონური მხარე აქტიურად დაგვეხმარება" - განაცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59