PayPal-ზე თიბისი ბანკის ბარათების მიბმა დღეიდან უკვე შესაძლებელია

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 13:43

PayPal-ი თიბისი ბანკის ბარათების მფლობელებისათვის უკვე გააქტიურებულია. დღეიდან თიბისი ბანკის ყველა ტიპის პლასტიკური ბარათი უკვე შეგიძლიათ მიაბათ PayPal-ის სისტემას, რაც მოგცემთ საშუალებას, სასურველი ნივთი შეიძინოთ სხვადასხვა  ვებ-მაღაზიიდან.

www.paypal.com არის გადახდის საშუამავლო სისტემა, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, მოახდინოთ ონლაინ შეძენა მეტად უსაფრთხოდ ან უბრალოდ იყიდოთ ისეთი ვებ მაღაზიიდან, რომელზეც საქართველოში დამზადებული პლასტიკური ბარათები არ მიიღება და ფუნქციონირებს მხოლოდ PayPal გადახდის სისტემით.

დღემდე paypal-ის ვებ გვერდზე, ქვეყნების ჩამონათვალში საქართველო არ შედიოდა. ამიერიდან, შესაძლებელია შეხვიდეთ www.paypal.com-ზე, აირჩიოთ საქართველო, დარეგისტრირდეთ და უშუალოდ საიტიდან მიაბათ თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათი paypal-ის სისტემას. ეს თქვენ მოგცემთ საშუალებას, გააკეთოთ შენაძენი ისეთი საერთაშორისო პოპულარული ვებ მაღაზიებიდან, როგორებიცაა eBay, Walmart, overstock.com და ა.შ.

paypal-ის გადახდის სისტემა ფუნქციონირებს როგორც შუამავალი თქვენს ბარათსა და ვებ მაღაზიას შორის. paypal-ზე ბარათის მიბმის შემთხვევაში, ვებ მაღაზია, რომლიდანაც აკეთებთ შენაძენს მიმართავს paypal-ს, ხოლო paypal-ი მას აწვდის იმ ბარათის მონაცემებს, რომელიც მიბმულია მის სისტემაზე.

შესაბამისად, paypal-ით გადახდა მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შანსს, განახორციელოთ ონლაინ შოპინგი ნებისმიერი ვებ-მაღაზიიდან, რომელიც იღებს paypal-ის გადახდებს, ნებისმიერ დროს, 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6