თურქეთის მხარესთან იშხანთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეულია

ხუთშაბათი, 11 აპრილი, 2013 - 13:20

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროებს შორის, ამ ეტაპზე, იშხანთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, რომელშიც ჩართულია ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყება მიღწეულია შეთანხმება, - ამის შესახებ  "ჯეონიუსს" კულტურის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროს ინფორმაციით, 12 აპრილს, ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროში შედგება ოფიციალური შეხვედრა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი მოლაპარაკებებს გამართავს თურქეთის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის მოადგილესთან ოზგურ ოზასლანთან. შეხვედრას ასევე, თურქეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59