ადმირალი სტავრიდისი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამხედროების მომზადებას გაეცნო

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 19:11

ევროპის გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელი, ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისს ესტუმრა. ადმირალი ISAF-ის ოპერაციისთვის ქართველი სამხედროების მომზადების პროგრამას ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა სასწავლო კლასები და დააკვირდა საველე მომზადების მიმდინარეობას.

ადმირალი ჯეიმს სტავრიდისი ქართველ სამხედროებსაც გაესაუბრა და ავღანეთში ISAF-ის მისიაში საქართველოს როლზე ესაუბრა. ადმირალმა ხაზი გაუსვა ქართველი სამხედროების მომზადების მაღალ დონეს.

ადმირალ ჯეიმს სტავრიდისთან ერთად ეროვნულ სასწავლო ცენტრს ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლობა და საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდიც სტუმრობდა.

ამ დროისათვის ეროვნულ სასწავლო ცენტრ კრწანისში ISAF-ის მისიისთვის 31-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონი და ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონი გადის მომზადებას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59