ვახტანგ ყოლბაია არაკანონიერადაა არჩეული აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 23:26

კოალიცია ,,საზოგადოებრივი ინიციატივა“  ვახტანგ ყოლბაიას კომენტარს ეხმაურება იმ ბრალდებების შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი არაკანონიერადაა არჩეული აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს  მიერ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად.

„ჯეონიუსი  გთავაზობთ კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

„ბატონი ვახტანგი არ უარყოფს რომ იგი  გალის რაიონის რაიკომის მდივანი იყო. ამავდროულად ბრძანებს, რომ ამ ფაქტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ბატონი ვახტანგი ან ვერ ერკვევა საქართველოს კანონმდებლობაში, ან მიზანმიმართულად ცრუობს. საქართველოს კანონი „თავისუფლების ქარტია“ (№4717- Iს) გამოქვეყნებულია საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, ასევე ატვირთულია საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე, რაც ნათლად მეტყველებს იმას, რომ აღნიშნული კანონი ძალაშია შესული.

თავისუფლების ქარტიაში წერია, რომ ყოფილი სსრკ-ის და საქართველოს სსრ-ის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტების წევრები, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნები არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრებად.

ბატონი ყოლბაია განმარტავს, რომ ის აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელია და იმავდროულად უმაღლესი საბჭოს დეპუტატად რჩება, და იქვე დასძენს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, რის დასამტკიცებლადაც იშველიებს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს რეგლამენტს. იგი აქაც ავლენს თავის არაკომპეტენტურობას, ან ისევ მიზანმიმართულად ცრუობს, ვინაიდან აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-11 მუხლში ნათლად წერია:

მუხლი 11
3. უმაღლესი საბჭოს წევრს უფლება არა აქვს:
გ) იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, ეკავოს თანამდებობა სხვა სახელმწიფო ან თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოში ანდა სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოში.

კარგი იქნებოდა, თუ ბატონი ყოლბაია იმის ნაცვლად, რომ ჩვენ გვაძლევდეს კანონში ჩახედვის რჩევებს, თავად გაეცნოს საქართველოსა და აფხაზეთის ა/რ შიდა კანონმდებლობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61