საქართველოს მწვანეთა პარტიამ საკონსტიტუციო სასამართლოში გაიმარჯვა

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 23:18

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ „მწვანეთა პარტიის“ ეკოლოგიური სარჩელი დააკმაყოფილა, რითაც ანტიკონსტიტუციურად ცნო 2012 წლის 20 მარტს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მიღებული საქართველოს განადგურების (ეკოციდის) კანონი, - ამის შესახებ „ჯეონიუსს“ საქართველოს მწვანეთა პარტიიდან აცნობეს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ამ კანონის მიხედვით, თუ მეწარმე გადაიხდიდა განსაზღვრულ თანხას, მის მიერ გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილი ყველა დანაშაული ჩაითვლებოდა კანონიერად და მას აღარ დაეკისრებოდა არანაირი სახის პასუხისმგებლობა.

მწვანეთა პარტია იმ საფრთხეების შესახებ, რომელიც ემუქრებოდა საქართველოს ბუნებასა და ადამიანების ჯანმრთელობას ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, პრესკონფერენციას მიუძღვნის.

პრესკონფერენციას ხვალ, 14 საათზე, მწვანეთა პარტიის ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გაჩეჩილაძე გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.48
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.52
  • 1.46