ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტს მიმართავს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 19:47

ცენტრალური საარჩევნო კომისია საქართველოს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის უახლოეს სხდომაზე (12 აპრილი) დღის წესრიგში პარლამენტში შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ითხოვს. ინიციატივის თანახმად თვითმმართველობის ორგანოთა შუალედური არჩევნები იანვარში, აპრილში, ივლისსა და ოქტომბერში უნდა გაიმართოს. 

საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ კანონის წარმოდგენილი რედაქციით მიღების შემთხვევაში რიგი სირთულეები წარმოიქმნება, კერძოდ:

ა) თუ საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სამ თვეში ერთხელ ჩაატაროს არჩევნები და შესაბამისად რესურსები მიმართოს ტექნიკური და პროცედურული საკითხების გადაწყვეტაზე, მაშინ ამომრჩეველთა განათლების, სხვადასხვა საზოგადოებრივი ინიციატივების დაფინანსების და შესაძლებლობების განვითარების პროგრამების განხორციელება გართულდება;

ბ) გართულდება ადმინისტრაციის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგების გაანალიზება, სათანადო დასკვნების გამოტანა და სიახლეების დანერგვა;

გ) შუალედურ არჩევნებში მოსალოდნელია ამომრჩეველთა დაბალი აქტივობა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელს, ზაქარია ქუცნაშვილს წერილით მიმართა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6