შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში ჩართულობა უზრუნველყოფილი იქნება

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 19:41

მიმდინარე წლის 27 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა არჩევნებში მონაწილეობას მობილური ჯგუფები უზრუნველყოფენ, ხოლო მხედველობაშეზღუდული ამომრჩევლები ბიულეტენის ადაპტირებული ჩარჩოთი ისარგებლებენ. 

აღნიშნულ მომსახურებას კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის”, უსინათლოთა კავშირი და ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ ეტლით მოსარგებლე პირების მობილური ჯგუფებით უზრუნველყოფა პირველად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელდა (პროექტის ფარგლებში - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მობილური ჯგუფებით საარჩევნო უბნამდე გადაადგილება“). საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში კი მობილური ჯგუფების საშუალებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 98 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5