პარლამენტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისია შეიქმნება

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 18:42

საქართველოს პარლამენტში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელი კომისია შეიქმნება, -ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა. საგანელიძის განცხადებით, უმრავლესობა კომისიის დასკვნას, რომელსაც პაატა დავითაია ხელმძღვანელობდა, უნდობლობას უცხადებს.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების თემა აქტუალური კიდევ ერთხელ ორი დღის წინ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადების შემდეგ გახდა.

წულუკიანის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების პროცესში არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პრეზიდენტიც დაიკითხოს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6