“სმარტი“ სამარხვო პროდუქციას აფართოვებს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 19:12

აღდგომის დიდმარხვისთვის სუპერმარკეტმა „სმარტმა“ სამარხვო პროდუქების არჩევანი კიდევ უფრო გააფართოვა. უამრავ სხვა სამარხვო პროდუქტთან ერთად, გერმანული წარმოების ორგანული, არაგენმოდიფიცირებული სოიოს სამარხვო რძის პროდუქტებსა და დესერტებს უკვე „სმარტის“ ყველა სუპერმარკეტში იპოვით.

გერმანული წარმოების სოიოს რძე, ნაღები და ყველი (ტოფუ), დესერტი კარამელით, შოკოლადით და სხვა ნახევარფაბრიკატი პროდუქტები მორწმუნეებს აღდგომის დიდმარხვის 48 დღეს არჩევანს გაუადვილებს. ამას გარდა „სმარტში“ 400 სახეობის ხილი და ბოსტნეული, „სმარტის“ საკონდიტროს სამარხვო ღვეზელებისა და საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანი, ათეულობით დასახელების მზა სამარხვო კერძი და სხვა სამარხვო პროდუქტია ხელმისაწვდომი.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისვის „სმარტი“ განსაკუთრებულად ემზადება. სუპერმარკეტი „სმარტი“ არა მხოლოდ დიდი მარხვის დროს სთავაზობს მომხმარებელს სამარხვო პროდუქტების ფართო არჩევანს, არამედ აღდგომის დღესასწაულსაც უამრავ სიურპრიზს და სიახლეს ჰპირდება“, - აცხადებენ „სმარტში“.

მართმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წელს 5 მაისს აღნიშნავს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58