დავით დარჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო სიმბოლოებისადმი სიცივეს ამჩნევს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 18:59

დავით დარჩიაშვილი ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო სიმბოლოებისადმი დამოკიდებულებაში ხედავს  სახელმწიფოს ძირითადი სიმბოლოებისადმი გარკვეულ სიცივეს. "მისთვის სახელმწიფოებრივი სიმბოლოები ნაკლებად ღირებულია, ვიდრე სახელმწიფო მოღვაწისთვის უნდა იყოს, ეს საკმაოდ გულდასაწყვეტია, მაგრამ კონკრეტული პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ხალხი და სახელმწიფო კი რჩება. ასე რომ, ყველაფერს ეშველება თავის დროზე", - ეს განცხადება დავით დარჩიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მიერ აღლუმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას გააკეთა და დაამატა, რომ აღლუმი, ისევე როგორც დროშის ფრიალი, საერო სახელმწიფოებრიობის მანიშნებელია.

"საკუთარი კონსტიტუციით თუ ხარობ, საკუთარი აღლუმითაც უნდა ხარობდე", - აცხადებს დარჩიაშვილი.

პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილმა დღეს ცენტრალური ტელევიზიებისა და გაზეთების მთავარ რედაქტორებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ 26 მაისს აღლუმის ჩატარებისგან შესაძლოა თავი შეიკავოს, რადგან საქართველო ის ქვეყანა არაა, რომელმაც ძალა უნდა აჩვენოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45