სახელმწიფო არ აპირებს კვებოს გამომცემლები - ოთარ აბესაძე

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 19:08

სახელმწიფო არ აპირებს კვებოს გამომცემლები, რადგან სჯობს ეს თანხა მოხმარდეს სკოლის მოსწავლეებს, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ოთარ აბესაძემ, საქართველოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებისთვის  წიგნების უფასოდ დარიგების გადაწყვეტილება.

მისი განცხადებით, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი 15 მილიონი ლარით საქართველოში ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე იქნება უზრუნველყოფილი საგანმანათლებლო წიგნებით.

„ეს არის რევოლუციური პროექტი, რაც ბოლო წლების განმავლობაში დამოუკიდებელ საქართველოში არ ყოფილა, როგორიც არის უფასო სახელმძღვანელოები ყველა მოსწავლისათვის, ყველა საჯარო სკოლაში. აქამდე რეალურად სახელმწიფოდან გამოყოფილი თანხა 10 მილიონი ლარი იხარჯებოდა მხოლოდ სოციალურად ან მრავალშვილიანი ოჯახებისთვის და დღეს 15 მილიონით შესაძლებელია საქართველოს ყველა საჯარო სკოლის უფასო წიგნებით უზრუნველყოფა“, - განუცხადა "ჯეონიუსს" ოთარ აბესაძემ.

ასევე ოთარ აბესაძე სასკოლო წიგნის გამომცემლებზეც საურობს და განმარტავს, რომ გასული წლების განმავლობაში გამომცემლები მხოლოდ ერთჯერადად იღებდნენ შეკვეთებს და სხვა საგამომცემლო სამუშაოებს არ ასრულებდნენ, რაც მათ მოვალეობაში შედიოდა.

„ამ შემთხვევაში, როდესაც 16 გამომცემელი მუშაობდა სკოლის გამოცემისთვის და აქედან 13 იღებდა მხოლოდ ერთჯერად შეკვეთებს და სხვა საგამომცემლო სამუშაოებს არ ასრულებდა, რაც მათ მოვალეობაში შედიოდა. ამგვარად სახელმწიფო არ აპირებს კვებოს გამომცემლები, რადგან უმჯობესია ეს თანხა მოხმარდეს მოსწავლეებს“, - განმარტა აბესაძემ.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას სამინისტროს ახალი პოლიტიკა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც 2013-2014 სასწავლო წლიდან სახელმძღვანელოები, რომელთა შეძენაც მოქალაქეებს თავად უწევდათ, უფასოდ გადაეცემათ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43