ალექსი პეტრიაშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 19:00

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა მთავრობის კანცელარიაში დღეს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს კატერინა პელჩინსკა-ნალეჩს უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველო-პოლონეთის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს უსაფრთხოებისა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი ინტეგრაციაა.

მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს "აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, მიღწეულ პროგრესსა და ვილნიუსში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის საქართველოს მზადების თაობაზე.

„პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ძლიერი მხარდამჭერი, დღევანდელ შეხვედრაზე ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ისინი, ასევე, ძალიან აქტიურად უჭერენ მხარს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოხდეს ასოცირების შეთანხმების პარაფირება და მის რატიფიკაციამდე მოხდეს შეთანხმების, ასე ვთქვათ, ამოქმედება და ძალაში შესვლა“,-განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ალექსი პეტრიაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6