გიორგი თევზაძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი დეპუტატის შიმშილობის ფაქტზე რეაგირებისათვის სოზარ სუბარს მიმართავს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 18:06

უფლებამდაცველის გიორგი თევზაძის განცხადებით, სასჯელ-აღსრულების #8 დაწესებულებაში მოთავსებული პატიმარი, ყოფილი პარლამენტის წევრი, 65 წლის რობიზონ კალაძე მიმდინარე წლის 6 აპრილიდან შიმშილობს და კვალიფიციურ მკურნალობას ითხოვს.

როგორც გიორგი თევზაძის სახელზე გაკეთებული პატიმრის ოჯახის წევრის განცხადებაშია აღნიშნული, 2011 წლის 4 ნოემბრის განაჩენით, მისი მეუღლე რობიზონ კალაძე მსჯავრდებულია და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, წარდგენილ დანაშაულში იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ და მისი განცხადებით არის უკანონო პატიმარი. იმისათვის, რომ რობიზონ კალაძეს წარდგენილი ბრალი ეღიარებინა სცემდნენ, რის შედეგად კბილები აქვს ჩამტვრეული, ცემისგან მუცლის არეში აქვს თიაქარი.

თევზაძის განცხადებით, მისმა ოჯახის წევრებმა და თავად რობიზონ კალაძემაც არაერთხელ მიმართეს ყველა ინსტანციას, კვალიფიციური მკურნალობისათვის და შესაბამისი ოპერაციისათვის, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგ შიმშილობა დაიწყო.

როგორც გიორგი თევზაძე აცხადებს, პენიტენციური სისტემის სტრუქტურები ვალდებული არიან დაიცვან თითოეული პატიმრის კვალიფიციური მკურნალობის უფლება და უზრუნველყონ ამისათვის ყველა აუცილებელი მოქმედება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაღალი ალბათობით ეს დაზიანებები მიყენებული აქვს სისტემაში წინა წლების მანძილზე არსებული არასათანადო და არაადამიანური მოპყრობის შედეგად.

უფლებადამცველის განცხადებით, მოცემულ ეტაპზე შეჩერებულია პენიტენციური სისტემის საზოგადოებრივი მონიტორინგის ჯგუფის მუშაობა და როგორც ამ ჯგუფის ყოფილ წევრს არ გააჩნია იურიდიული პერკეტები პირადად მოინახულოს მოშიმშილე პატიმარი და ამიტომ შემდგომი რეაგირებისათვის წერილობით მიმართავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59