მთავარ პროკურატურასთან დაზარალებულებმა შიმშილობა დაიწყეს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 17:35

მთავარ პროკურატურასთან კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ მენაშენეთა აქცია გრძელდება. პროტესტის მონაწილეთა ერთმა ნაწილმა შიმშლობა დაიწყო. რამდენიმე ხნის წინ კი პროკურატურასთან შეკრებილებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოხდა.

საპროტესტო აქცია მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს, მონაწილეთა ერთმა ნაწილმა გადმოინაცვლა პროკურატურის კიბეებთან და დაიწყეს შიმშილობის აქცია, მანამდე კი მოხდა მცირე ინციდენტი სამართალდამცვებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება, რომ კარავი გაეშალათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად, ისინი ამბობენ, რომ დაშლას არ აპირებენ და დღევანდელ ღამეს პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე გაათენებენ.

აქციის მონაწილეები პროკურატურის მხრიდან ითხოვენ „ცენტრ პოინტის“ საქმის დროულ და ეფექტურ გამოძიებას და ასევე დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ სქემაში არიან ჩართულები.

აქციაზე ერთ-ერთი ქალბატონი ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო.

 "ცენტრ პოინტის" მაქინაციურ სქემასთან დაკავშირებით დღეს სპეციალური განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, განცხადებაში ნათქვამია, რომ სქემასთან დაკავშირებით დაკითხულია ოცდაოთხი პირი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44