"ვარკეთილაირმა" საფეხბურთო სკოლას ინვენტარი გადასცა

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 17:31

კომპანია "ვარკეთილაირმა" ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო სკოლა "ფორვარდი" თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა. საფეხბურთო სკოლა, რომელიც გასულ სეზონში მესამე ლიგაში ასპარეზობდა, ახალი სეზონიდან აქცენტს მხოლოდ ბავშვებზე აკეთებს.

 გამომდინარე იქიდან, რომ საფეხბურთო სკოლას მწირი ბიუჯეტი აქვს, ვარკეთილში არსებულმა კომპანია "ვარკეთილაირმა" კეთილი ნება გამოიჩინა და სკოლაში შექმნა გარემო, სადაც პატარა ფეხბურთელს შეუძლია სრულყოფილი ვარჯიში.

"ჯეონიუსი" საფეხბურთო სკოლას ესტუმრა და მათ მწვრთნელებს გაესაუბრა.

"მისასალმებელია, რომ ადამიანები ასეთ სიკეთეს აკეთებენ ბავშვებისთვის, ხელს უწყობენ მათ ჯანსაღ ცხოვრებას. დიდი მადლობა კომპანია "ვარკეთილაირს" და განსაკუთრებით ბატონ ნუგზარ მღვდელაძეს, რომელმაც სხვა სიკეთეებთან ერთად, ჩვენი გუნდი თანამედროვე ინვეტარით აღჭურვა. ჩვენს გუნდში სხვადასხვა ასაკის ბავშვი ვარჯიშობს, რომლებიც ბავშვთა ტურნირებშიც იღებენ მონაწილეობას. "ვარკეთილაირისგან" გაკეთებული ეს საჩუქარი კი, ძალინ შეუწყობს ხელს ამ ბავშვების სწორად და კარგად განვითარებას", - აღნიშნა ბიძინა თოდიძემ.

გუნდის კიდევ ერთმა მწვრთნელმა ლევან ჯობავამ, ჩვენთან საუბარში თქვა, რომ სკოლაში შექმნილი გარემო ბავშვს საშუალებას აძლევს, გართობასთან ერთად კოორდინაცია, სისწრაფე და საბაზისო ტექნიკა კარგად განავითაროს. მისი თქმით, სკოლის მთავრი მიზანია საქართველოს კარგი ფეხბურთელები გაუზარდოს.

"პირველ რიგში, მადლობას მოვახსენებ ბატონ ნუგზარს და "ვარკეთილარს" გაწეული დახმარებისთვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის არსებობდეს შესაბამისი ინვეტარი და გარემო, რათა სტიმულთან ერთად ბავშვი სწორად გაიზარდოს და სამომავლოდ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

ჩვენს გუნდში მშობელმა ბავშვი უნდა მოიყვაოს თუნდაც იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია კარგი სპორტსმენის აღზრდა. ბავშვს აქ აქვს საშუალება, თავის ასაკში კოორდინაცია, სისწრაფე და საბაზისო ტექნიკა კარგად განავითაროს. შედეგზე ჯერჯერობთ აქცენტი არ გვაქვს, რადგან ახალი გუნდია. ჩენთვის მთავარი ხარისხია. ხოლო, მთავარი მიზანია, საქართველოს რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გავუზარდოთ, - განაცხადა ლევან ჯობავამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6