მთავარ პროკურატურასთან აქციაზე გია ხუხაშვილი შემთხვევით აღმოჩნდა

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 16:17

საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სააქციო საზოგადოება "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებული მენაშენეების მიერ გამართულ აქციაზე, ექსპერტი გია ხუხაშვილი მივიდა. მისი განცხადებით,  ის აქციაში არ იღებს მონაწილეობას, თუმცა იქ  აქციის მონაწილეთა თხოვნით მივიდა.

"სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აქციაზე.  ადამიანებმა მთხოვეს და არ მჩვევია, რომ ჩავუარო გვერდზე და წავიდე. აქციაზე პროტესტის გამოსათქმელად არ ვარ მოსული, თუმცა მიუხედავად ამისა, ამ ხალხის მესმის, სამართლიანობა უნდა აღდგეს და ამ ადამიანებს კომპენსაცია იმ ჯგუფმა, რომელმაც დააზარალა, რაღაც ფორმით უნდა გადაუხადოს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აქცია რამდენიმე საათია მიმდინარეობს, პროკურატურასთან შეკრებილი მენაშენეები საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვენ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6