ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, გაითვალისწინოს მათი შეცდომები

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 16:09

ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართა, სადაც პრემიერ-მინისტრის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ხელისუფლების შვიდთვიანი მმართველობის თავზე საქართველოს პრემიერმა პირველად აღიარა რომ საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კრიზისში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს უკვე ყველასთვის თვალნათელი გახდა ქვეყანაში არსებული კრიზისი, შემცირებულია ვაჭრობა, გაიზარდა უმუშევრობა და სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგებით", - განაცხადა მერაბიშვილმა.

გენმდივნის განცხადებით, ეკონომიკური თემა ის თემაა, რომელშიც მთავრობა ვალდებულია ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის, ოპოზიციასთან და  მზადყოფნას გამოთქვამს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე ამ პრობლემების აღმოფხვრის მიზნით.

"ჩვენმა მთავრობამ, წინა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ძალიან გვიან დაიწყო ყველაზე მთავარი პრობლემის - უმუშევრობის მოგვარებაზე ფიქრი. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ჩვენი შეცდომები და ისწავლოს ჩვენ შეცდომებზე. ჩვენ საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა ქვეყნის მმართვის და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე უმუშევრობისა და დასაქმების პროგრამის განხორციელებაში. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი პროგრამის გამოქვეყნებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და შემდგომ განვითარებას, რაც, ჩემი აზრით, უმუშევრობის შემცირებასაც ითვალისწინებს. დღეს ყველა ოჯახს აწუხებს ეს პრობლემა და სანამ ეს პრობლემა მოგვარებული არ იქნება,  საქართველო ეკონომიკური კრიზისიდან ვერ გამოვა“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ვანო მერაბიშვილმა ხელისუფლებას ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით საგანგებო ზომების მიღების თხოვნით ჯერ კიდევ იანვარში მიმართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6