პრეზიდენტის სრულ რეაბილიტაციას თვეზე მეტი დასჭირდება

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 15:37

პრეზიდენტის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა. გავრცელებულ განცხადებას "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"თურქეთში მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით ვარჯიშის დროს დაშავდა, მკურნალობა მას სტამბულის ამერიკულ ჰოსპიტალში ჩაუტარდა. პრეზიდენტს მარჯვენა მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინდა, რის გამოც კვირას ღამით დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.საერთო ნარკოზის ქვეშ რამდენიმესაათიანი ოპერაცია მას თურქმა პროფესორმა მეჰმეთ დემირჰანმა გაუკეთა, ქირურგებმა მოტეხილობა მეტალის ფირფიტების ჩადგმით დააფიქსირეს, ჭრილობაზე კი ექიმებს 40 ნაკერის დადება მოუწიათ. ჰოსპიტალის მედპერსონალის განცხადებით, ტრავმის სრულ რეაბილიტაციას თვეზე მეტი დრო დასჭირდება, საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთის ამერიკულ ჰოსპიტალში ინტენსიური მკურნალობის პირობებში 2 დღე გაატარა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46