მიხეილ სააკაშვილი თურქული მედიცინის განვითარების დონით გაოგნებულია

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 14:42

მიხეილ სააკაშვილი თურქული მედიცინის განვითარების დონით გაოგნებულია. მან ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტთან აბდულა გიულთან შეხვედრისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის თქმით,  "ბოლო დღეებში  კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როგორ მაგრად და სწრაფად ვითარდება თურქეთის რესპუბლიკა. ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზებით მომიხდა 2 დღის გატარება თურქულ ჰოსპიტალში და გაოგნებული ვარ მომზადებისა და თურქული მედიცინის საერთო დონით, მაგრები რომ არიან, ამას ის ადასტურებს, რომ მძიმე ტრავმის შემდეგ აქ ვდგავარ, თქვენს წინაშე".

მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ვიზიტის დროს ველოსიპედით სეირნობისას დაშავდა, თურქმა ექიმებმა მას მხრის სამმაგი მოტეხილობა დაუდგინეს, რის შემდეგაც სააკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43