მთავარ პროკურატურასთან აქცია მიმდინარეობს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 14:41

სააქციო საზოგადოება "ცენტრ-პოინტის" მიერ დაზარალებული მენაშენეები პროკურატურისგან მათი საქმის დროულად გამოძიებას და კუთვნილი ფართებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. ამ მოთხოვნით პროკურატურის შენობასთან დაზარალებული მენაშენეების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მათი დაკმაყოფილება პროკურატურის მხრიდან, მოითხოვენ მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის გადადგომას.

ასევე, პარალელურად, პროკურატურის კიბეებთან მიმდინარეობს მჯდომარე აქცია. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი არ აპირებენ დაშლას და მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით, დაიწყებენ შიმშილობას პროკურატურის შენობასთან.

ამასთან, დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი"-ს წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზეა საუბარი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43