შსს-მ რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და დანაშაულის დათვლის ახალი მეთოდოლოგია წარმოადგინა

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 14:16

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიში და დანაშაულის დათვლის ახალი მეთოდოლოგია წარმოადგინა.

ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე ევროპული სტანდარტის მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნები იყენებენ.

თუ გასულ წლებში დანაშაულის საქმის წარმოება ქაღალდზე ხდებოდა და სტატისტიკურ მონაცემებში შეწყვეტილი საქმეები არ ხვდებოდა, ახალი მეთოდი მთლიანად ელექტრონიზებულია და დანაშაულის დაფიქსირებისთანავე მონაცემი ერთიან სტატისტიკურ ბაზაში ხვდება.

ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გასული წლის იანვარი, თებერვალი, მარტის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით დანაშაული 10 მთელი სამი მეათედი პროცენტით არის გაზრდილი, რაც ხელისუფლების გადაცემით, სამოხელეო დანაშაულით, ამნისტიით, შეწყალებით და სამართალდამცავ უწყებაში პირადი შემადგენლობის როტაციით არის განპირობებული. შსს მიერ გამოქვეყნებულ რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალურ სტატისტიკას “ჯეონიუსი უცვლელად გთავაზობთ.

“წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაზრდილია დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები: მარტისათვის 21,9-დან - 25,53%-მდე, ხოლო იანვარ-მარტის პერიოდისათვის კი 28,8-დან - 32,75%-მდე.

კრიმინალური ელემენტების გააქტიურების ტენდენცია შეინიშნება ბოლო ორი წლის განმავლობაშიც. 2011 წლის იანვართან შედარებით 2012 წლის იანვარში დანაშაულის საერთო რაოდენობა 10,6%-ით, თებერვლის თვეების შედარებისას 19,5%-ით, 2012 - 2011 წლების მარტის თვეებში 4,7%-ით, ხოლო იანვარ-მარტში 20,2%-ით გაიზარდა.

მხოლოდ შეწყვეტილ სისხლის სამართლის საქმეთა ხვედრითი წილი, რომელიც ადრინდელ ანგარიშში არ ხვდებოდა, ხოლო მიმდინარე წლის კონსოლიდირებულ მონაცემებში უკვე აღირიცხება, საშუალოდ, რეგისტრირებული მონაცემის 5-6%-ს წარმოადგენს, რაც, ახალი მეთოდოლოგიის შემთხვევაში, შესაბამისი თანაფარდობით ზრდის დანაშაულის საერთო რაოდენობასაც. აღნიშნული კოეფიციენტის გათვალისწინებით, 2013 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში მხოლოდ 10,3%-იანი ზრდა ფიქსირდება.

ვინაიდან 2012, 2011, 2010 და ა.შ. წლებში სამინისტრო ძველი მეთოდოლოგიის გამოყენებით აწარმოებდა სტატისტიკას, 2013 წლიდან ახალ მეთოდოლოგიურ საფუძვლებზე გადასვლამ ამ პერიოდების ერთმანეთთან შედარების პრინციპი მიზანშეუწონელი გახადა, რადგან განსხვავებული მეთოდოლოგიით დაანგარიშებული მონაცემების პირდაპირი ურთიერთშედარება გარკვეულ ფარგლებში ყოველთვის ამახინჯებს სურათს დანაშაულის მატება-კლების დინამიკისა და ტენდენციების შესახებ“ - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მდგომარეობა 2010 წელს არსებული მდგომარეობის თანაზომადია და დანაშაულის ჩადენის ტენდენცია კიდევ უფრო კლებისკენ მიდის. მონაცემები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე წარმოუდგინეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59