თიბისი ბანკმა 10.75%-იანი იპოთეკური სესხების გაცემა დაიწყო

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 13:28

თიბისი ბანკი იპოთეკურ სესხებს მომხმარებლებს ლარში ყველაზე დაბალ პროცენტში 10.75%-ად სთავაზობს. როგორც ბანკში აცხადებენ,  ეს არის სესხი, რომელსაც არ ახლავს არანაირი სავალუტო რისკი, აქვს ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი და არის ყველაზე მოსახერხებელი მათთვის, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში აქვს.

იპოთეკური სესხი ლარში არის თიბისი ბანკისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი პროდუქტი, რაც ამ სესხის საპროცენტო განაკვეთის სიმცირეს განაპირობებს, კერძოდ, ამ ტიპის სესხის საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთისა და თიბისი ბანკის განაკვეთის ჯამის შესაბამისად.

ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთი ყოველთვიურად დგინდება. შესაბამისად, თიბისი ბანკის ლარის იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი შეიძლება შემცირდეს ან უმნიშვნელოდ გაიზარდოს, თუმცა, ზრდის შემთხვევაშიც, მკვეთრად დაბალი იქნება ბაზარზე არსებული იპოთეკური სესხების განაკვეთებთან მიმართებაში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45