სილქნეტი ოპტიკური ქსელის მომხმარებლებს პორტატულ კომპიუტერებს ექსკლუზიურ ფასად სთავაზობს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 13:13

დღეიდან კომპანია სილქნეტი ოპტიკური ქსელის თბილისელ მომხმარებლებს ნოუთბუქების შეძენას ფასდაკლებით სთავაზობს. ხუთი სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკიდან მომხმარებელი ირჩევს სასურველს, პარამეტრებისა და ფასის მიხედვით.

სილქოპტიკის მომხმარებელი შეძლებს ექსკლუზიური, 200 ლარამდე ფასდაკლებით სარგებლობას. Acer-ის ნოუთბუქების შეძენა 579 ლარიდან არის შესაძლებელი.

იმისათვის, რომ მომხმარებლებმა შეთავაზებით ისარგებლონ, საჭიროა ოპტიკურ ინტერნეტზე 6-თვიანი ხელშეკრულების გაფორმება სილქნეტის სერვის ცენტრში. ამის შემდეგ სასურველი ნოუთბუქის შერჩევა შესაძლებელია მაღაზიაში „კამარა სისტემს“ (მისამართზე ალ.ყაზბეგის 19).

მაღაზიაში პირადობის მოწმობის წარდგენით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ნოუთბუქი უპრეცედენტოდ დაბალ ფასად შეიძინოს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45