„ატვირთე საქართველო გუგლზე“ - იუსტიციის სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს

ოთხშაბათი, 10 აპრილი, 2013 - 12:50

„ატვირთე საქართველო გუგლზე“ - იუსტიციის სამინისტრო სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს, რომელიც Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ ინფორმაციიის სრულყოფილად წარმოდგენას ითვალისწინებს, - განუცხადა "ჯეონიუსს" ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტმა ნინო ჯერენაშვილმა.

როგორც ნინო ჯერენაშვილი აცხადებს,  პროექტის მთავარი მიზანია, საძიებო სისტემაში სხვადასხვა ნაგებობების და ქუჩის 3D ფორმატის გამოსახულების განთავსება. წლის ბოლომდე საძიებო სისტემაში თბილისის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი განთავსდება, მოგვიანებით კი გუგლის რუკაზე საქართველოს სხვადასხვა ქალაქის 3D გამოსახულებები გაჩნდება.

"თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტურად წარმოჩენა პირდაპირ კავშირშია ტურიზმთან და უზრუნველყოფს ქვეყანაში ტურიზმის სფეროს სწრაფ განვითარებას. 21-ე საუკუნეში საჭიროა არა მარტო ინფორმაციის რაოდენობა, არამედ მისი ხარისხი. ამიტომ, თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი მსოფლიოს პირობებში დროული გადაწყვეტილების მისაღებად სწრაფი ინფორმაციაა საჭირო. აღნიშნული ინიციატივა ყველაზე მეტად ტურისტებს წაადგებათ, რადგან უცხო ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი, ხშირ შემთხვევაში,  სხვადასხვა კულტურული ობიექტების, ქუჩების არცოდნის პრობლემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. აქედან გამომდინარე, საძიებო რუკა მნიშვნელოვნად გამოადგებათ მათ სასურველი ობიექტის და დანიშნულების ადგილის მოძიებაში. მიმაჩნია ძებნის მექანიზმი მთავარი მაჩვენებელია ინტერნეტის განვითარების და მათ სჭირდებათ მუდმივი განახლება," - აცხადებს ნინო ჯერენაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6