ხვალ ნანა მიქაბერიძის კრებულის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 18:36

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში 10 აპრილს, 17:00 საათზე, გაიმართება სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული, ქართველი პიანისტის ნანა მიქაბერიძის კრებულის “ვოკალური ნაწარმოებები“ პრეზენტაცია და კონცერტი. კონცერტს დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილეები ალექსანდრე მარგიშვილი, ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მანანა ბერიკაშვილი, მინისტრის მრჩევლები, მოწვეული სტუმრები.

ნანა მიქაბერიძე კლასიკური მუსიკის, ქართული ტრადიციული პიანისტური სკოლის გამგრძელებელია. მისი პედაგოგები იყვნენ სახელგანთქმული მუსიკოსები ნოდარ გაბუნია და თეიმურაზ მათურელი. 1992 წლიდან ნანა მიქაბერიძე, როგორც სოლისტი–პიანისტი, არაერთ საერთაშორისო კონკურსსა და ფესტივალში მონაწილეობდა. 2000 წლიდან მიწვეული იყო ქალაქ მილანში ჯუზეპე ვერდის სახელობის კონსერვატორიაში კონცერტმაისტერად. 90–იანი წლებიდან მუშაობს კომპოზიციაში. იგი ავტორია მთელი რიგი ვოკალური ნაწარმოებებისა, რომელთა ნაწილიც 2012 წელს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით გამოიცა.

საღამოს გაუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ბ-ნი ელდარ გეწაძე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5