მსოფლიოს სახალისო კანონები, რომელსაც ზედმიწევნით იცავენ

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 18:15

მსოფლიოში ბევრი კანონია ისეთი, რაც ჩვენ გაცინებას იწვევს.მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კანონებს კანონმორჩილი მოქალაქეები ზედმიწევნით იცავენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს

საფრანგეთში აკრძალულია ღორს შეარქვა ან დაუძახო ნაპოლეონის სახელი.

გერმანიაში არსებობს კანონი, იარაღის ნაცვლად გამოყენებულ იქნას ბალიშები.

შოტლანდიაში კანონით აკრძალულია წყლის ჩასხმა უნიტაზში ხმაურით საღამოს ათი საათის შემდეგ. თუმცა, შვეიცარიის თანამედროვე სანტექნიკის წყალობით ამ კანონის დარღვევა თითქმის შეუძლებელია.

აშშ, კალიფორნია. აქ ცხოველებს ეკრძალებათ შეეხონ ერთმანეთს სახალხო ადგილებში და ახლომახლო 500 მეტრის დაშორებით.

დიდი ბრიტანეთი. აკრძალულია პარლამენტის შენობაში სიკვდილი.

იტალიის საკურორტო ქალაქებში მსუქან და ულამაზო ქალბატონებს ეკრძალებათ პლაჟზე საცურაო კოსტიუმით გამოსვლა.

ბრიტანეთში მიღებულია, თუ ახლომახლო ტუალეტი არაა, ფეხმძიმე ქალს შეუძლია პოლიციელს ჩაფხუტი მოსთხოვოს ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად.

სინგაპურში კანონით აკრძალულია საღეჭი რეზინის გამოყენება და ტუალეტის ჩაურეცხავად დატოვება.

იაპონიაში კანონის თანახმად, უფროს ძმას შეუძლია თხოვოს ხელი უმცროსი ძმის შეყვარებულს, და ეს არ გამოიწვევს არანაირ უთანხმოებას.

საბერძნეთი. ჯერ კიდევ 2002 წელს აქ აკრძალულ იქნა ვიდეო-თამაშები ინტერნეტ კაფეებში. 2003 წელს კი - მთელი ქვეყნის მაშტაბით. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.7
  • 3.18
  • 3.57
  • 0.05
  • 0.7
  • 1.59