ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის

სამშაბათი, 09 აპრილი, 2013 - 18:14

საერთაშორისო ექსპერტების მიერ ხუდონის ჰიდროელექტრო-სადგურის მშენებლობის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგების საჯარო პრეზენტაცია  ხვალ 11:00 საათზე სასტუმროში „Courtyard Marriott” გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, ენერტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.

შეგახსენებთ, რომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესისა და საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდების მთავრობას საექსპერტო მომსახურების უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა. აღნიშნულის საფუძველზე, ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების კომისიამ (NCEA - Netherlands Commission on Environmental Assessment) უზრუნველყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის ჩართვა.

ექსპერტებმა უკვე შეისწავლეს დოკუმენტის თეორიული ნაწილი, აგრეთვე სამი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სადაც მოინახულეს ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ადგილი, შეხვდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოსახლეობას. მათ ქართველ სპეციალისტებთან ერთად ადგილზე დეტალურად შეისწავლეს საკითხი და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს. აგრეთვე, თბილისში ჩატარდა შეხვედრები ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯია“-ს წარმომადგენლებთან.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში არიან: გეოლოგი, სეისმოლოგი, ჰიდროტექნოლოგი, აგრეთვე ექსპერტები ბიომრავალფეროვნების, სოციალური საკითხებისა და განსახლების, ენერგეტიკის ეკონომიკისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებში.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.18
  • 3.58
  • 0.05
  • 0.68
  • 1.59